კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით

ნახვები: 640 ლევან ხაბეიშვილი - გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით

ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო! , - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

“გამარჯვებით დავიწყეთ 2023 წელი, ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ მარტში, შედეგი გამოიღო - კრემლმა უკან დაიხია! წლის ბოლოს, მარტში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში, უკვე ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები დაგვეხმარნენ, ქართველი ხალხი 1-0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან - ხელისუფლებასთან.“2023 წელს, კრემლის აგენტურა საქართველოში სრულად გაიშიფრა და ახლა უკვე, ამერიკელებმა დაასანქცირეს ჯერ, კლანის მოსამართლეები, შემდეგ კი “ეფესბეს” აგენტი და რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძე. 2024 წელი, გარდაუვალად იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელი. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობით, აქტიურობით და თანამონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება. 11 წელია რუსი ოლიგარქი საზოგადოებას ჰყოფს, ხლეჩს და აპირისპირებს. ცდილობს დაქსაქსოს და ერთმანეთს წაკიდოს ხალხი, თავად კი მილიარდები გამოიმუშაოს.

ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემითა და მეტი პოზიტივით, ხელი გავუწოდოთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მომავალი მნიშვნელოვანია. გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა