მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

ირაკლი ფარჯიანის „აბასთუმნის შობა"/ Irakli Parjiani's "Christmas in Abastumani"

09.03.2020 | 11:32 ნახვები: 454

დავით ბუხრიკძე/ David Bukhrikidze


ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურა და 80-იანი წლების ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც თავისი თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში მას უკავშირდება რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა და ტრანსფორმაცია. მისი შემოქმედების ყველა დინება, მოტივი, თემა, პერსონაჟი თუ სიმბოლოთა სისტემა, საბოლოოდ, რელიგიურ მხატვრობაში იყრის თავს და ეს მიმართულება მისი შემოქმედების საავტორო მოდელს ქმნის.
ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრია მინიატურა და რელიგიური თემატიკა, მისი უცხოური (განსაკუთრებით ბერლინში შექმნილი) ფერწერული ციკლი კი გამოირჩევა მასშტაბურობითა და სრულიად ახალი ფერებით. 80-იან წლებში თავადვე დაიწყო სასურველი პასტელის ფერების დამზადება და ამით საფუძველი ჩაუყარა მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.
მისი შემოქმედება მხატვრული სახეებითა და „შინაგანი" მეტყველებით უაღრესად თანამედროვეა, მაგრამ ამავე დროს, მის ნამუშევრებში აშკარად საგრძნობია ქრისტიანული ხელოვნების, კერძოდ კი, ქართული შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის ესთეტიკის გარკვეული მემკვიდრეობითობა.

„აბასთუმნის შობა" სწორედ ამგვარი ესთეტიკით გამოირჩევა და ალბათ, წარმოუდგენელ სიამოვნებას მოჰგვრის ხელოვნების მოყვარულებს.
25 წელზე მეტია, „ბაია გალერეა" წელიწადში ორჯერ _ მაისსა და დეკემბერში დიდი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების ექსპოზიციას აწყობს. ზოგჯერ კი ჯგუფურ გამოფენას მისი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშვრებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ირაკლი ფარჯიანის საიუბილეოა _ 22 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. „ბაია გალერეა" ირაკლი ფარჯიანის გარდაცვალებიდან ერთ წელში გაიხსნა და მას შემედეგ ქართველი მხატვარის ნამუშევრები გალერეის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.

ამჯერად მნახველებს შეუძლიათ ირაკლი ფარჯიანის მიერ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი„აბასთუმნის შობა" იანვრის ბოლომდე იხილონ და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მისი ფერწერის გასაგებ, მარტივ და ამავე დროს, მისტიურ და ჰაეროვან იდუმალებაში. ყოველთვის ძნელია მსგავსი ფერწერული სინატიფითა და კომპოზიციის გრძნობით სავსე ნამუშევარს სიტყვიერი აღწერა მიუსადაგო... ეს საოცარი სულიერებითა და ნატიფი აკვარელურობით დატვირთული ფერწერაა, რომელიც ერთნაირად მისაღებია, როგორც ფერწერაში გათვითცნობიერებული, ასე უბრალო მაყურებლისთვის. ფარჯიანის ნამუშევრები მუდმივადაა წარმოდგენილი „ბაია გალერეაში", რასაც მოწმობს ამ წლების განმავლობაში ოცზე მეტი გამოფენა, მხატვრისადმი მიძღვნილი ორი კატალოგი და 100-ზე მეტი მოძიებული ნამუშევარი, რომელიც მანამდე კერძო კოლექციებში ინახებოდა.
კონკრეტული რელიგიური სიუჟეტის გარდა, ფარჯიანის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა გარინდებული სახეების, აბსტრაქტული პეიზაჟისა თუ კონკრეტული საგნების ერთობლიობას. ფერწერაც და გრაფიკაც ერთნაირად გიბიძგებთ შინაგანი მოძრაობა, სიცხადე, ექსპრესია დაინახოთ, რომელიც ამავე დროს, საოცარ სიმშვიდედ ტრანსფორმირდება. მის ნამუშვრებში ერთმანეთის გვერდით თანაარსობენ ადამიანები, წმინდანები და საგნები, რომელთა წარმოდგენა-გამთლიანება რეალურ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია, ან უკიდურესად ძნელია, მაგრამ მხატვარი ამას უბადლო უბრალოებითა და საოცარი სიფაქიზით ახერხებს, რაშიც სვანური ფრესკების სულიერი სიმდიდრე და უძველესი ეპოქიდან მოხმობილი არქეტიპული „მეხსიერება" ეხმარება.

 

Irakli Parjiani is one of the large-scale figures of Georgian art of the XX c. and one of the leaders of the 80-ies, who defined the position, style and direction of his generation. In Georgian art, restoration of the interrupted tradition and transformation of religious painting is connected with him. All currents, motives, themes, personages and system of symbols of his creative work, ultimately, gathers in his religious painting and this direction makes the author's model of his creativity.
Irakli Parjiani's beloved genre is miniature and religious themes, and his pictorial cycle, created abroad (especially that created in Berlin) is distinguished for its scale and completely new colors. He started making pastels of the desired colors by himself in 80-ies and thus laid foundation for Parjiani's handwriting in painting.
His creative work, with artistic images and "internal" narration is extremely contemporary, however, at the same time, certain hereditarity of painting aesthetics of Christian art, namely, medieval wall-painting, is apparently noticeable in his works.
"Christmas in Abastumani" is distinguished for just such aesthetics and, obviously, gives unimaginable pleasure to the art lovers.
For over 25 years, "Baia Gallery" arranges exposition of great Georgian painter, Irakli Parjiani twice a year - in May and December, and sometimes - group exhibitions with his painted and graphical works. It shall be mentioned, that the 2020 is a jubilee year - On May 22 he would turn 70. "Baia Gallery" was opened one year after Irakli Parjiani's death and since then, the works of the Georgian painter are presented in the permanent exposition of the Gallery.
This time, the visitors have the opportunity to view "Christmas in Abastumani", created by Irakli Parkiani in the 80-ies of the 20th century till the end of January and once again make sure of understandable, simple, and, at the same time, mystical and aerial mysteriousness.
It is always difficult to provide the relevant verbal description for the piece of work, full of such pictorial exquisiteness and feeling of composition... It is painting, burdened with amazing spirituality and refined aquarelness, which is equally acceptable for the spectator, cognizant in painting, as well as ordinary spectator. Parjiani's works are permanently exhibited in "Baia Gallery"; it is proven by over twenty exhibitions during these years, two catalogues, dedicated to the painter and over 100 found works, which were preserved in private collections before.
In addition to specific religious themes, the unity of silent faces, abstract landscapes and specific objects is always felt in Parjiani's works. Both painted and graphical works equally trigger seeing internal movement, clarity, expression, which, at the same time, transforms into amazing serenity. In his works, people, saints and objects, imagination and unification of which in real life is almost impossible, or extremely difficult, exist side-by-side, but the painter manages it with incomparable simplicity and amazing gentleness; spiritual richness of Svanetian frescos and archetypical "memory" from ancient epoch helps him in it.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა