„ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი",- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი და დასძენს, რომ პოლიტიკაში დედის, სანდრა რულოვსის ჩართვასაც ეწინააღმდეგებოდა.
„ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს (პოლიტიკაში მოსვლის სურვილი). რატომ არ მინდა? - მგონი, პირველ რიგში, უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც...
ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე ოდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც... ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაში ჩართვის, ძალიან. ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა," - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.