„მგონი, საკუთარ თავს გამოუცხადებენ ცოტა ხანში ბოიკოტს," - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს, „ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
„ეს პროცესი იცით, რომ უპრეცედენტოა, საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა 2019 წლამდე და სწორედ "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით, ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის.
შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც არ აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს. მე მგონი, საკუთარ თავს გამოუცხადებენ ცოტა ხანში ბოიკოტს. ასე რომ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის, ასე რომ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს", - ამბობს ოხანაშვილი.
ცნობისთვის: იურიდიული კომიტეტი დღეს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენს. ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც 20 ივნისის საქმეზე აქტივისტები პასუხისგებაში მისცეს.