კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წერეთლის გამზირი თვის ბოლოს გაიხსნება - მერია

ნახვები: 569 წერეთლის გამზირი თვის ბოლოს გაიხსნება - მერია

თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორებთან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, გამზირი საავტომობილო მოძრაობისთვის 2024 წლის იანვრის ბოლოს სრულად გაიხსნება.

საქმე ის არის, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ოთხივე ლოტზე ხელშეკრულების დასრულების ვადა გადაწია. წინა მოქმედი პირობის თანახმად, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ოთხივე ლოტზე უნდა დასრულებულიყო 2023 წლის 20 დეკემბრიდან 35 კალენდარულ დღეში, თუმცა განახლებული პირობით, რეაბილიტაცია სრულდება 2023 წლის 20 დეკემბრიდან 51 კალენდარულ დღეში, შესაბამისად, ეს ვადა 16 კალენდარული დღით გადაიწია. განმარტებაში ნათქვამია, რომ ვადის გახანგრძლივება უკავშირდება მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის პროცესს, რასაც არა მერიის კონტრაქტორები, არამედ შესაბამისი მუნიციპალური კომპანიები ახორციელებენ.

“დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, გამზირზე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მხოლოდ ერთ მცირე ნაწილში, კერძოდ, ერისთავის ქუჩის მონაკვეთში სრულდება სანიაღვრე სამუშაოები. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება და გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგება,”- ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებაში.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად მიმდინარეობს, აქედან ორ ლოტზე (ღირებულებით 22.2 მილიონი ლარი) სამუშაოებს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” ახორციელებს, ხოლო კომპანია “ერ ტე დე” ერთ ლოტზე მუშაობს ღირებულებით 9 მილიონი ლარი.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 20 მაისიდან დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა