ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
შს მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham

შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯამო-ს ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი

26.11.2021 ნახვები: 357

შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19" გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით („მოდერნა", „ფაიზერი", „ასტრაზენეკა", „სინოფარმი", „სინოვაკი", ინდური „კოვიდშილდი" და „კოვაქსინი") არის აცრილი.

ინიციატივის თანახმად, მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მოგზაურობა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით არიან სრულად აცრილები ან გადატანილი აქვთ „კოვიდ-19". ამასთან, ყველა მოგზაურს მოუწევს ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ" ტესტის წარდგენა. ამ წესის ამოქმედებას ევროკომისია 10 იანვრიდან აპირებს.

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც „კოვიდ-19"-ის გავრცელების მაჩვენებლები დაბალია, ევროკავშირში ვაქცინაციის დადასტურების გარეშეც შეუშვებენ. პირველ ეტაპზე 10 იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე შემსუბუქდება კრიტერიუმები, რომლებითაც ქვეყნები ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე სახელმწიფოების სიაში მოხვდებიან. უკვე 2022 წლის პირველი მარტიდან კი ე.წ. მწვანე სახელმწიფოების სიის საერთოდ გაუქმება იგეგმება.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ცვლილება მსოფლიოში ვაქცინაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ამასთან ერთად, ბრიუსელში აცხადებენ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უშუალოდ ვიზიტორის სტატუსს და არა იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, საიდანაც ის ჩამოდის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ ვაქცინაციის კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადა მეორე აცრიდან ცხრა თვით განისაზღვროს. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ექვსი თვე მოქმედებს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ექვს თვეს დაამატებენ სამ თვეს, რათა ევროკავშირის მოქალაქეებმა ე.წ. ბუსტერის გაკეთება მოასწრონ. ამასთან, ბუსტერ დოზის მოქმედების ვადა ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან ის დადგენილი არ არის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა