თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრეზიდენტი ახალგაზრდებს - დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ქვეყნის მომავალია

ნახვები: 541 პრეზიდენტი ახალგაზრდებს - დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ქვეყნის მომავალია

მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, საქართველოს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ ეს დროშა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ ყველას ესმის, რაზეც საუბრობს, თუმცა ახლა არ სურს რომ ისაუბროს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა დაიცვან ქვეყანა და დაიცვან სახელმწიფოს დროშა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვება უსურვა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დროშა გვიცავს და იცავს ფასეულობებს, რაც გვაერთიანებს.

„ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყნისა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობ ჰქვია. მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი.თქვენ ყველას გესმით დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა