თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბიზნესმენებო, გაღორებაზე ორიენტირებული გოჭებივით კი არ უნდა მოიქცეთ - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 693 ბიზნესმენებო, გაღორებაზე ორიენტირებული გოჭებივით კი არ უნდა მოიქცეთ - გოჩა მირცხულავა
"აჰა, რაც თქვენ იკადრეთ - ბინების გამქირავებლებმა - მხოლოდ სტუდენტები კი არა, ოჯახები რომ გამოყარეთ სახლებიდან 100 დოლარით მეტი რომ აგეღოთ, ეგ "გრუზინები" არ ხართ თქვენ?
ეგეც მესმის, ბანკის კრედიტებზე დაიწყებთ საუბარს, მაგრამ თქვენც იმ გადასუქებულ ბანკირებივით ხართ. უბრალოდ, ამის გამოვლენა მასშტაბურად არ შეგიძლიათ და რასაც ქაჩავთ კი ახრჩობთ ადამიანებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს.
 
 
"ვაიმე, ქართველი ბიზნესმენები სწუხან - რუსებმა ბიზნესი აგვახიეს, ბინები აქვთ ნაყიდი და აქირავებენ რუსებზე, გახსნილი აქვთ რესტორნები და ემსახურებიან რუსებს, რუს ტურისტებს რუსი გიდები ჰყავთო.
ჰო და ამ ბიზნესმენებს უნდა ვუთხრა - ძალიანაც კარგი! გაუმაძღრები რომ ხართ, რამდენ პროცენტიანი ფასნამატი გაქვთ, გახსოვთ? ადგილობრივ მოსახლეობაზე რომ არ ხართ ორიენტირებული ეგეც ხომ ფაქტია.
ერთი ბოთლი წყალი და ერთი ამერიკანო - 15 ლარი ხო? და ჩაისაც თუ არ დატოვებ ძუნწი ხარ. ერთი თეფში ხარჩო - 18-20 ლარი, ერთი თეფში ღომი -10-12 ლარი? ხარჩოში 150% -ნი მოგება, ღომში - 200%. კვების ობიექტებს რომ 300-400%-იან მოგებაზე გაქვთ გათვლილი ბიზნესი - ეს ნორმალურია? აბა მითხარით ჩვეულებრივი შემოსავლის მქონე ქართველი რომელ სასტუმროში შეძლებს გაჩერდეს, ვთქვათ ერთი კვირა, ისე რომ შემდგომი თვეები ვალი არ აიკიდოს? სასტუმროები რამდენ პროცენტს იგებთ? 200-250 ხო?
აჰა, რაც თქვენ იკადრეთ - ბინების გამქირავებლებმა - მხოლოდ სტუდენტები კი არა, ოჯახები რომ გამოყარეთ სახლებიდან 100 დოლარით მეტი რომ აგეღოთ, ეგ "გრუზინები" არ ხართ თქვენ?
ეგეც მესმის, ბანკის კრედიტებზე დაიწყებთ საუბარს, მაგრამ თქვენც იმ გადასუქებულ ბანკირებივით ხართ. უბრალოდ, ამის გამოვლენა მასშტაბურად არ შეგიძლიათ და რასაც ქაჩავთ კი ახრჩობთ ადამიანებს.
ჩვენი პრობლემა ის არის, პანდემიის დრო, რომ ბიუჯეტიდან გკვებეთ და ვერ მიხვდით, ეს ხალხის ფული იყო.
ჰო, იმ "კომუნების" რესტორნებში ტარაკნები არ დადიან, როგორც თქვენთან, ადამიანები იღიმიან, ზოგან ბევრად უკეთ საუბრობენ ქართულად ვიდრე თქვენთან და როგორც ირკვევა, რუსები რუსებზე ბინებს იმაზე ნაკლებად აქირავებენ ვიდრე თქვენ არა თუ რუსებზე - ქართველებზე.
ჩვენ რომ სოლიდარული საზოგადოება ვიყოთ, თქვენ სულ რაღაც ათ დღეში გასწავლიდით ჭკუას. არავინ არც ერთ რესტორანში არ შევიდოდა, სასტუმროს არ დაჯავშნიდა და ყველა დამქირავებელი ერთ დღესაც ასე შეთანხმებულად იტყოდა - აი, ამ თვეს ქირას არ გადაგიხდით. ფეხებს მოჭამდით ვინმეს.
ცალკე უბედურება ქსელური მარკეტები - სადაც ყველაზე გაუმაძღარი მაინც "სმარტია" და მიმაჩნია, რომ ყველა ქაჯი და გოიმია, ვინც მანდ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შედის და რამეს ყიდულობს.
ჰო, და ვიდრე არ მიხდებით, რომ გაღორებაზე ორიენტირებული გოჭებივით კი არ უნდა მოიქცეთ და იმ ღორებივით - ფუნა ჭამოს და ვისი-რისი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც თქვენი შემცოდებლისა და დამტირებლის დედა ვატირე", -წერს მირცხულავა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა