რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ისრაელის პრეზიდენტი - ახლა ისრაელის მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი არ შეუძლია

ნახვები: 488 ისრაელის პრეზიდენტი - ახლა ისრაელის მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი არ შეუძლია

ახლა ისრაელის მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი არ შეუძლია, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა არავის არ სურს იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებით სწორი გადაწყვეტა. ყველას იმის გაგება სურს, რომ იმავე მეთოდებით, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან არ დაესხმებიან თავს“, - განაცხადა იცხაკ ჰერცოგმა.

ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არ მიმდინარეობს და არსებობს ბოროტების იმპერია, რომელიც ირანიდან მოქმედებს.

„ისრაელის მოსახლეობამ სამშვიდობო პროცესების მიმართ ნდობა დაკარგა, რადგან ისინი ხედავენ, თუ როგორ აფასებენ ჩვენი მეზობლები ტერორიზმს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა