კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

ნახვები: 532 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, ბრიანსკის ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

ალექსანდრ ბოგომაზის ცნობით, ნავთობის საცავში, სადაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო, ხანძრი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.

„იწვის ოთხი ბენზინის ავზი, მათი საერთო მოცულობა  ექვსი ათასი კუბური მეტრია“, – აღნიშნა ბოგომაზმა.

ბოგომაზის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

როგორც ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იყო უკრაინის თავდასხმის მცდელობა კლინცის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე.

მისივე თქმით, კლინცის ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ფრაგმენტები საჰაერო სამიზნის განადგურების დროს ჩამოვარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა