კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - მიშა ტყვეა!

ნახვები: 516 იაგო ხვიჩია - მიშა ტყვეა!

ჩემი აზრით, ხალხი, რომელიც მიშას ციხეში გადაყვანასა და არ გადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარი დაუკეტო მნიშვნელობა არ აქვს სად, კარანტინში მაინც უნდა გადაიყვანო ერთი ორი კვირით და მერე „მიშა კომფორტულ მდგომარეობაშია და სამოთხეშია“ - საუბარს მოუკლებენ,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილია ტყვეა, მიუხედავად იმისა თუ როგორ გალიაში ზის ის.

„ჩემი აზრით, ხალხი, რომელიც მიშას ციხეში გადაყვანასა და არ გადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარი დაუკეტო მნიშვნელობა არ აქვს სად, კარანტინში მაინც უნდა გადაიყვანო ერთი ორი კვირით და მერე „მიშა კომფორტულ მდგომარეობაშია და სამოთხეშია“ - საუბარს მოუკლებენ. მიშა ტყვე არის, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, როგორ გალიაში ზის, ის მაინც ტყვეა და არ შეიძლება, ტყვეს წამოაძახო, რომ ის კარგ მდგომარეობაშია და ითხოვდე მისი მდგომარეობის გაუარესებას“,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს და უკრაინის კონტრდაზვერვამ დაგეგმა, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ამისთვის მეტი მტკიცებულებების წარმოდგენაა საჭირო.

„მე არ ვიცი, ვინ შემოიყვანა მიშა, მე მგონი, თავისი ინიციატივით შემოვიდა. ასეთი ადამიანია ზოგადად და არ დასჭირდებოდა სხვების წაქეზება. თვითონაც იყო ამის მომხერხებელი. მაგრამ თუ ვინმემ რამე იცის. მეტი მტკიცებულებებია საჭიროა“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა