თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

ნახვები: 521 ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მძევლების ნათესავები მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“.

„გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ - სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.

მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა