კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს დაეხმაროს ისრაელს მძევლების დაბრუნებაში

ნახვები: 606 ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს დაეხმაროს ისრაელს მძევლების დაბრუნებაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს თავისი შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს კატარსა და ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. ფარულ აუდიოჩანაწერში ნეთანიაჰუ არასაკმარისი ძალისხმევის გამო კატარსა და აშშ-ს აკრიტიკებდა.

„კატართან დაკავშირებით არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, უარს არ ვიტყვი არცერთი ხაზიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ „ჰამასსა“ თუ სხვაზე, ვისაც „ჰამასზე“ ზეწოლის განხორციელება შეუძლია, რომ დავიბრუნოთ მძევლები. კატარი მასპინძლობს „ჰამასის“ ლიდერებს. ასევე აფინანსებს მათ. გააჩნია ბერკეტი „ჰამასზე“ სამოქმედოდ. კატარი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მედიკამენტებმა მიაღწიოს ჩვენს მძევლებამდე. მათ თავი შუამავლად წარმოადგინეს, ასე რომ, მიდით, დაამტკიცეთ ეს სტატუსი და დაგვაბრუნებინეთ ჩვენი მძევლები. მანამდე კი უზრუნველყავით, რომ მათთან წამლებმა მიაღწიოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა