პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ აშშ ჩვენს დახმარებას შეწყვეტს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას მარტო ვერ გაუმკლავდება

ნახვები: 484 ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ აშშ ჩვენს დახმარებას შეწყვეტს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას მარტო ვერ გაუმკლავდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოსაზრება გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში გამოთქვა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, შეძლებს თუ არა ევროპა ამ დანაკლისის შევსებას.

"პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. საკითხი კომპლექსურია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება - იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა მხარდაჭერას აქამდე იღებდა - ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. რატომ? იმიტომ, რომ, ალბათ, მთელი ევროპაც რომ გაერთიანდეს, ის შეძლებს საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს გავლენა აქვს და როდესაც სიგნალები არ არის ძალიან დადებითი, მათ იგივე გავლენა აქვთ ზოგიერთ ევროპელ ლიდერზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა