კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ

ნახვები: 545 იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ

რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს.ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას და ეს ეხება აშშ-ის უსაფრთხოებას. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების ძირითადი ნაწილის განადგურებაში.მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან უკრაინის მხარდაჭერის მიმართ მკაფიო ვალდებულებას და ამის მისაღწევად კონგრესთან მუშაობას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობისთვის საჭიროა, პარტნიორებმა უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.

„ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა