კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ და ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს

ნახვები: 606 იაგო ხვიჩია - როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ და ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს

მგონი, „ლელო“ თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს.

„შეიძლება, ეს წარმოდგენა ფარსის ნაწილს შეიცავდეს, მაგრამ მე ამ ფარსის მომწყობი არ ვარ, ამ ფარსის დამკვირვებელი ვარ. ადამიანი, რომელიც თქვენთან მოდის და გეუბნებათ, რომ აქ ფარსი დავინახე. მგონი, „ლელო“ თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში. თავს კომფორტულად გრძნობენ „ლელოებით“ გარშემორტყმული, მაგრამ როცა სხვა პოზიციებია და კამათია, ვერ წარმომიდგენია, ეს „ლელომ“ მოახერხოს. როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ და ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს, მის ყულაბაში აღმოჩნდეს, რადგან სხვა ამომრჩეველი „ნაცებს“ დაკავებული ჰყავთ. „ნაცებს“ რომ რადიკალიზმში ეჯიბრები, ეს ცოტა წამგებიანი მგონია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა