რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას - კახა კუჭავა

ნახვები: 406 პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას - კახა კუჭავა

პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ადამიანის უფლებათა ფორუმზე, რომელიც „შერატონ მეტეხი პალასში" იმართება.

„მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე ქვეყნის განვითარება.

ჩემი მიმართვით მინდა, გამოვხატო უპირობო პატივისცემა ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინაშე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას.

1918 წელს, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებლებმა პირველ კონსტიტუციაში ასახეს საუკუნეების გამოცდილებით ჩამოყალიბებული და მოსახლეობის ნებით განმტკიცებული მემკვიდრეობა. მაშინ, როდესაც ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე მსოფლიოში სხვა მოსაზრებები იყო გავრცელებული, საქართველოში საზოგადოების ყველა ჯგუფი ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთო.

თითოეული ადამიანი ერთობლიობაში ქმნის და აშენებს ძლიერ სახელმწიფოს. შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ეს ფუნდამენტური ფასეულობა კვლავაც უნდა განამტკიცებდეს საქართველოს სახელმწიფოს და აძლიერებდეს ეროვნულ თვითმყოფადობას.

ამავე დროს, ორმაგად მტკივნეულია, როდესაც ახალი თაობის რეფორმებზე საუბრის პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა ხდება და მათ არსებობისთვის ბრძოლა უწევთ. აქვე, კიდევ ერთხელ ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ ისტორიული უსამართლობის დასრულებისთვის", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა