მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

საჭიროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას - ლომჯარიას განმარტება

ნახვები: 428 საჭიროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას - ლომჯარიას განმარტება

ექიმები თუ იტყვიან, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და შესაბამისი რეკომენდაცია გაიცემა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ," - განცხადა, დღეს, 10 დეკემბრს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო მკურნალობის საჭიროებაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე კვირაა, სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, სადაც გლდანის ციხიდან გადაიყვანეს.

„ექიმები თუ იტყვიან, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და შესაბამისი რეკომენდაცია გაიცემა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე, ბოლო ვიზიტის მიხედვით,ასეთი რამ ჩემი კონსილიუმის ექიმების მხრიდან არ თქმულა, თუმცა საინტერესოა, ვნახოთ და დღეს შევაფასოთ, რა ვითარებაა. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. პაციენტს თუ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის რეაბილიტაცია შეუძლებელია საქართველოში, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნებიდან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც შეიძლება იყოს განხილული, თუმცა მე ამ წუთას ის მტკიცებულებები არ მაქვს, რომელიც მათქმევინებდა, რომ ეს საჭიროება არსებობს," - განაცხადა ლომჯარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა