კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ის სავარაუდოდ, არ დარჩებოდა პოლიტსაბჭოში“ - კობახიძე ტიკარაძეზე

ნახვები: 404 „დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ის სავარაუდოდ, არ დარჩებოდა პოლიტსაბჭოში“ - კობახიძე ტიკარაძეზე

„ეკატერინე ტიკარაძე რჩება პოლიტსაბჭოში, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო - აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის", - განაცხადა დღეს, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეკატერინე ტიკარაძეზე საუბრისას.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა, თუმცა მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.

„მინისტრის დანიშვნა არის პრემიერის პრეროგატივა. პრემიერს აქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები სთხოვოს გუნდს და ეს კონსულტაციები გაიმართება ისევე, როგორც იმართება ყველა მინისტრის შერჩევის პროცესში. აქედან გამომდინარე, თუ დასჭირდება ვინმეს კონსულტაცია, ყველა იქნება ამაში ჩართული. შესაბამისად, პრემიერის პრეროგატივაა დასახელება და ის დაასახელებს. ეკატერინე ტიკარაძემ თავად გააკეთა განმარტება და ჩვენ უნდა გავყვეთ იმ განმარტებას რაც გააკეთა. ის არის პოლიტსაბჭოს წევრი და პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ის სავარაუდოდ, არ დარჩებოდა პოლიტსაბჭოში, მაგრამ ის რჩება გუნდის წევრად, რჩება პოლიტსაბჭოში, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, თუ რაიმეს განმარტება სურს მინისტრს, ის თავად განმარტავს", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა