კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ინალ არძინბა - აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

ნახვები: 468 ინალ არძინბა - აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

„BRICS-ის ქვეყნების ჯგუფი უფრო სამართლიანი საერთაშორისო სისტემის, ფინანსური და ეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებისთვის მუშაობს. ასოციაციის მუშაობაში ანგარიშსწორებების ეროვნულ ვალუტაში გადასვლის ამოცანას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა არძინბამ.

ამასთან, არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტიული ფორმატები შეიძლება ბიზნეს ჯგუფების შეხვედრები, სამოქალაქო და აკადემიური ფორუმები, ახალგაზრდული ფორუმი, ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმი და სპორტული თამაშები იყოს.

ცნობისთვის, რუსეთმა BRICS-ის თავმჯდომარეობა 1-ელ იანვარს გადაიბარა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა