თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ეკოლოგიური სოფელი ბუკელი ნიდერლანდებში

ნახვები: 696 ეკოლოგიური სოფელი ბუკელი ნიდერლანდებში

ეკოსოფელი ბუკელი ნიდერლანდების ყველაზე მდგარად ორგანიზაციად დასახელდა 2021 წელს. თავისი ეკოლოგიური ბაღჩა-ბაღითა და მზის ენერგიაზე დაფუძნებული გათბობის სისტემით ეს ევროპული პროექტი უფრო ეკოლოგიური ცხოვრების წესს ამკვიდრებს.

ციდან ეს სოფელი ისე ჩანს, როგორც ყვავილების სახლი. ეკოსოფელი ბუკელი, ფაქტობრივად, თვითკმარი დასახლებაა, რომელიც ხმათა უმეტესობით 2021 წელს ნიდერლანდების ყველაზე მდგრად ორგანიზაციად დასახელდა.

კრიზისებით, ომითა და კლიმატური გამოწვევებით სავსე სამყაროში ეს ევროპული პროექტი გვთავაზობს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განახლებისკენ მიმავალ გზას.

“გაერო ამბობს, რომ 2030 წლისთვის კაცობრიობის ნახევარს შეეხება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები,“ – ამბობს ად ვლემსი, ეკოსოფელ ბუკელის პროექტის მენეჯერი. „ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ თვითკმარი საზოგადოება საკვების, წყლისა და ენერგიის თვალსაზრისით. ეკოსოფელი ბუკელი მსოფლიოს მასშტაბით წამოწყებული ეკოსოფლების პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ეძებენ გზებს, რომ არ დაზარალდნენ კლიმატის ცვლილების გამო.“

 

ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე ეკოსოფელი ბუკელი 36 მდგრადი ბინისაგან  შედგება. ცირკულარული ეკონომიკის მიმდევარი 48 ზრდასრული მოქალაქეა ჩართული ამ ევროპულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც არაფერი იკარგება ფუჭად –  არცერთი წვეთი წყალი და არცერთი კილოვატი ელექტროენერგია.

ენ-მერი ვილჰელმუნდ ჰენდრიქსენი უკვე წელიწად-ნახევარია  ამ საზოგადოებაში ცხოვრობს. ეს სახლები ბიომდგრადი მასალებითაა აგებული, როგორებიცაა ხე და კანაფი. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ენ-მერიმ ბუკელში გადაწყვიტა გადასვლა.

“ამ სოფლის ფასეულობის ნაწილია ის, რომ კანაფს იყენებენ მშენებლობისთვის,“ – ამბობს ენ-მერი. „ ვიფიქრე, რომ ეს მშვენიერი საშენი მასალაა, კარგად ათბუნებს და მისი სახლი ჯანმრთელობისთვის კარგია. ეს სახლები უფრო მეტ CO2-ს შთანთქავენ, ვიდრე აფრქვევენ. და ეს ყველაფერი არ არის, ამ მშვენიერ ბაღჩაში თითოეული ჩვენგანისთვის საკმარისი სურსათი მოგვყავს, არადა აქ 50 სული ვცხოვრობთ.“

ენ-მერი ვილჰელმუნდ ჰენდრიქსენი – Copyright Euronews

ამ სოფლის მკვიდრნი აშენებენ ე.წ. „სურსათის ტყეს“ – ისინი  ხილსა და ბოსტნეულს ხეებსა და ბუჩქებს შორის რგავენ, რისი წყალობითაც ბაღჩა-ბაღი უფრო  კარგად უძლებს თავსხმა წვიმას, გვალვასა და სიცხეს.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა, საიდანაც 2.5 მილიონი ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციამ გაიღო, ერთი მილიონი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამამ, ხოლო ნახევარი მილიონი ნიდერლანდების ენერგეტიკისა და კლიმატის სამინისტრომ.

ეკოსოფელის რეზიდენტები – Copyright Euronews

ბუკელში  ინოვაციის მრავალნაირი  ექსპერიმენტი ტარდება, როგორიცაა, მაგალითად, მზის ენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემა (César), რომელიც  ინახავს ეკოსოფელში განთავსებული მზის 600  პანელის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.

“ელექტროენერგიის შემნახველ განყოფილებაში ტემპერატურა 450 გრადუსს რომ მიაღწევს, მერე სითბო გადაეცემა სახლებში მოწყობილ იატაკქვეშა გათბობის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც არ გამოყოფს ნახშირბადს,“ – განმარტავს  კომპანია CESAR-energy storage-ის წარმომადგენელი ხონი ვან დერ ვორსტი.

ეკოსოფელ ბუკელს რამდენიმე ჯილდო გადაეცა თავისი ეკომეგობრული შენობებისა და ცხოვრების წესის გამო, რომელიც მწვანე მომავალს უხსნის კარს.

ავტორი: ავრორა ველესი

ევრონიუსჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა