მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ანა ნაცვლიშვილი - „ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს

ნახვები: 600 ანა ნაცვლიშვილი - „ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს

„ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებით, არაფერი იცვლება.

"ქართული ოცნების" მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი - ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, "ლელო", რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტი დღეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მინისტრობის 7 კანდიდატის პროგრამას მოისმენენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა