კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბუნდესვერის გენერალი - უკრაინას მობილიზაცია სჭირდება

ნახვები: 542 ბუნდესვერის გენერალი - უკრაინას მობილიზაცია სჭირდება

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელის, კრისტიან ფროიდინგის განცხადებით, უკრაინას სჭირდება შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა, რათა წარმატებით დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

„რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, უკრაინას აუცილებლად მოუწევს მეტი ჯარისკაცის მობილიზება - დანაკარგების გამო მაინც“, - აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია ქვედანაყოფების აღდგენა, რომელთაგან ნაწილი ფრონტის ხაზზე თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფება.

კრისტიან ფროიდინგი კრიტიკულად გამოეხმაურა ცნობებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის განხეთქილების შესახებ.

„ჩვენ კულისებში ვერ ვიყურებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ ამ დისკუსიებს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის და, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა შეინარჩუნებს ერთიანობას, რამაც გააძლიერა მისი უნარი, დაიცვას თავი ბოლო თვეების და წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა.

მისი აზრით, ასეთი დისკუსიები დემოკრატიული სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანიცაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელს არ უწყობს ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა