თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ, პარტნიორების ძალისხმევა როგორიც არ უნდა იყოს, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ

ნახვები: 425 სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ, პარტნიორების ძალისხმევა როგორიც არ უნდა იყოს, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ

შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს პარტნიორების ძალისხმევა, პროცესი საბოლოოდ ქართველი პოლიტიკოსების მიერ უნდა იყოს მართული.

„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება, შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, მაგრამ აუცილებელია, რათა ეს პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა.

დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესის წარმატებულად წარმართვა იქნება საშუალება, რომ წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, დავხუროთ წარსული ფურცლები, რომელიც ქვეყანას მიძედ აწვება, ეს კი, მოიტანს შინაგან დამშვიდებას.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, „ოკუპაციაზე პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ, დრო და დრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე".

„ეს არის ანა-ბანა და ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველი უნდა იყოს მაგალითი ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც იცის, საითკენ მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, რათა ეს პერსპექტივა, ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენს აფხაზებს და ოსებს, ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც წაიყვანთ წინ და მათაც მისცემთ პერსპექტივას", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. საახალწლო მიღებაზე მიწვეული იყვნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, პარტია „დროა" და „ევროპული საქართველო".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა