კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა

ნახვები: 515 ვოლოდიმირ ზელენსკი - ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.

„რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. ლვოვში შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დედაქალაქში კომუნიკაციების ნაწილი დაზიანდა. უკრაინის პრეზიდენტმა ექიმებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.

„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ. ტერორისტები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს ყოველთვის აგებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

7 თებერვალს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის თავდასხმების სამიზნეს კიევის, დნიპროპეტროვსკის, ლვოვის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები წარმოადგენდა. ბოლო მონაცემებით, რუსების თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა