ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს - გაგახსენებთ სიტყვებს, რომელიც გახარიაზე 2020 წელს თქვით: "ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა"

ნახვები: 553 ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს - გაგახსენებთ სიტყვებს, რომელიც გახარიაზე 2020 წელს თქვით: "ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა"

„მე ვიტყოდი ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა“ - ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვები გიორგი გახარიაზე , - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წვერმა ანა ბუჩუკურმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

ბუჩუკურმა კობახიძეს მის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებული განცხადებები შეახსენა.

„20 ივნისთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის სიტყვები სრულად იმეორებდა „ნაცმოძრაობის“ სიტყვებს, თან ეს მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა შავით თეთრზე, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შეტევას, ანუ შტურმს.

ირაკლი კობახიძის სიტყვებს გავახსენებ ბატონ ირაკლი კობახიძეს, ეს სიტყვები თქვენ 2020 წლის 26 მაისს თქვით: „ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს (გახარიაზეა საუბარი), რომელიც საზოგადოების წინაშე წარსდგა, მე ვიტყოდი ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა“ , - ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვები გიორგი გახარიაზე“, - განაცხადა ბუჩუკურმა, რის შემდეგაც მან, მობილურ ტელეფონში ირაკლი კობახიძის განცხადება ჩართო, სადაც ის ამბობს: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა