კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უნდა მოვისმინოთ, რას ფიქრობს პრეზიდენტი -ოპოზიცია ხვალ პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება

ნახვები: 413 უნდა მოვისმინოთ, რას ფიქრობს პრეზიდენტი -ოპოზიცია ხვალ პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება


"პრეზიდენტის ამ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას, ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას, ბუნებრივია, ალტერნატივა",-განაცხადა, დღეს, 19 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის წევრმა" დავით კირკიტაძემ


ცნობისთვის, 10 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ წამოიწყებს "ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება".

ენმ-ის წევრის დეკანოძის თქმით, ეს დიალოგი იქნება შერიგება, რაც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს.


"ჯერ უნდა მოვისმინოთ, რას ფიქრობს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი არის ერთ-ერთი უმთავრესი, სადაც ყველა ვთანხმდებით პრაქტიკულად. ამიტომ, ეს არ არის შერიგება, ეს არის რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა გარკვეული თამაშის წესების შეთანხმებაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი აქ არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულება და ისევე როგორც ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში თითოეული თანამოქალაქის", - განაცხადა დეკანოიძემ

ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამ, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშწორება არ სურს, ხელისუფლება აიძულოს, "პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს".

"პრეზიდენტის ამ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას, ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს და მას საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. "ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები ბუნებრივია, ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ხომ გახსოვთ "ქართული ოცნების" პოზიცია როგორ იცვლებოდა კარდინალურად, როდესაც საზოგადოება დგებოდა ერთად და იყო კონსოლიდირებული. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ქვეყანაში ჯანსაღმა ნაწილმა იმ ადამიანების, რომელსაც არ სურს ეს დაპირისპირება, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გადმოვიდეს პოზიტიურ რელსებზე", - განაცხადა კირკიტაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა