თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ვაზისუბანში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირიდან, ერთმა დამწვრობა, სამმა კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო

ნახვები: 382 ვაზისუბანში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირიდან, ერთმა დამწვრობა, სამმა კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ვაზისუბანში მე-15 კორპუსის პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებისას, დაშავებული ოთხი პირიდან, ერთმა დამწვრობა, ხოლო სამმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო. როგორც ადგილზე მედიას შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

„ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ხანძარი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანზრო - სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაშავდა 4 პიროვნება, ერთი დამწვრობით, ხოლო სამი მსუბუქი ინტოქსიკაციით. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა ახლა კორპუსი საცხოვრებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ადგილზე მუნიციპალური ყველა სამსახურია მობილიზებული და ისინი შეაფასებენ სიტუაციას და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები მიღებულია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა