კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დაბადების დღეზე აქციის გამართვა, ვერ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 389 დაბადების დღეზე აქციის გამართვა, ვერ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია-პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დააკონკრეტოს ხვალ დაგეგმილი აქციის შინაარსი და მიზანი.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ამ დროისთვის არ აქვს მოტივაცია, აქციაზე მივიდეს.

„მთავარია, საპროტესტო აქციის შინაარსი და მიზნები. როგორც კი ორგანიზატორები ისაუბრებენ უფრო მეტს აქციის შინაარსსა და მიზნებზე, ამის შემდეგ გადავწყვეტ, ამ პროცესში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. როგორც ვიცი, აქციაზე პარტიული დროშებით მისვლას და ფრიალს არავინ გვთხოვს, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, შევუერთდეთ თუ არა. ერთია, მიტინგზე გახმოვანებული საკითხები და მეორეა, ორგანიზატორი როგორ ხედავს პროცესს. „თავისუფლება მიშას" - ყველა აქციის მოთხოვნა იყო, მაგრამ თუ კიდევ იქნება ის საკითხები, რომელიც უკავშირდება სასამართლო რეფორმას, შერიგებას, მაშინ უფრო მეტი მოტივაცია მექნება, აქციაზე მივიდე. ახლა იმდენი მოტივაცია არ მაქვს, მივიდე. დაბადების დღეზე აქციის გამართვა, ვერ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა