საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი, რომ გავხსნათ დიალოგი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად-ზაალ უდუმაშვილი

ნახვები: 404 ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი, რომ გავხსნათ დიალოგი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად-ზაალ უდუმაშვილი

ჩვენ მივალთ ამ კონსულტაციებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი, რომ გავხსნათ დიალოგი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შეაფასა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობას" საკუთარი წინადადებები ექნება.

„ჩვენ ჩვენი წინადადებებით მივალთ ამ მოლაპარაკებებზე, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ არსებობს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ თუ დავიწყეთ რაღაც დათქმებით დიალოგზე მისვლა, ეს უკვე ნიშნავს დიალოგის ჩაშლას. ჩვენ გვაქვს შეხედულებები, როგორ უნდა დაიძლიოს ეს პოლიტიკური კრიზისი. მთავარი საკითხები არის, რომ უპირობოდ უნდა შეწყდეს ყველა იმ ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური დევნა, ასევე მედიასაშუალების მფლობელის, რომელიც დღეს იმყოფება პოლიტიკური დევნის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. ასევე ეხება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმას, ეს არის ჩვენი წინადადებები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდაზე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის" ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუნრა და აღნიშნა, რომ აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.

„სიმბოლურად აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი აქცია. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავრი მიზანი, დავანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას", არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა