მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

პუტინის ულტიმატუმის სარგებელი საქართველოსთვის და უკრაინისთვის

12.20.2021 | 16:28 ნახვები: 1073

იყო რაიმე"კარგი" ჩვენთვის ("ჩვენთვის", ანუ ქართველებისთვის, საქართველოსთვის უპირველეს ყოვლისა) პუტინის ისტორიულ ულტიმატუმში დასავლეთის მიმართ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ულტიმატუმი, მისი ტონალობა, შინაარსი და მთლიანობაში სტილი ნამდვილად უპრეცედენტოა საკაცობრიო ისტორიის ახალი დროისთვის.
შუა საუკუნეები ან მონღოლური ურდო სხვა ეპოქაა მაინც. მაგრამ ასე, ამ ენაზე დასავლეთს სტალინიც კი არ ელაპარაკებოდა. ლენინიც კი არ ელაპარაკებოდა, ტროცკიც არ ელაპარაკებოდა!
ვერ დამისახელებს ამის მაგალითს ვერავინ.
სტალინი რომ სტალინია, ლენინი რომ ლენინია, - მათი გლობალური ექსპანსიონიზმით, დედამიწაზე"მსოფლიო სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის" დაფუძნების ამბიციით...ისინიც კი, მუდამ იცავდნენ დიპლომატიურ პოლიტესს.
აბა, ნახეთ ლიტვინოვის ან მოლოტოვის განცხადებები.
მარტო სტილშიც არ არის საქმე - შინაარსობრივადაც კი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰოდა ჩვენთვის თუ რაიმეა მეთქი კარგი ამ ულტიმატუმში?
დიახ, არის.
ერთი მცირედი, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი.
მცირედი"კარგი" და სასარგებლო ისაა, რომ დასავლეთში, თვით ყველაზე გამო(კვლევ)ებულებიც კი დარწმუნდებიან იმაში, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაეგოთ: რა არის და ვინ არის პუტინი.
1999 წლიდან სვამენ ამ ლენჩურ კითხვას Who is mister Putin?
აი, რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანს, მე გირჩევდით მიაქციოთ ყურადღება რუსულ პოლიტოლოგიურ აზრს, მათ შორის კრემლთან დაახლოებული სერიოზული რუსი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ თოლქ-შოუებს.
არიან რუს"ექსპერტებს" შორის პიტალო პროპაგანდისტები, უბრალოდ კრეტინები და კლინიკური იდიოტები.
მაგრამ არიან სერიოზული სპეციალისტები და უბრალოდ ჭკვიანი ადამიანები.
ჩვენი და უკრაინის მტრები რომ არიან, არ ნიშნავს რომ სულელები არიან, როგორც ზოგიერთ თავად სულელს ჰგონია.
მაგალითად ნიკონოვი, მაგალითად ლუკიანოვი და არაერთი სხვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთმა სერიოზულმა ექსპერტმა, სოლოვიოვთან გამოსვლისას, ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა, რაც დღემდე არავის უთქვამს. დააკვირდით:
"პუტინის ულტიმატუმში ყველაზე მთავარი ის კი არაა, რაც თვალში საცემია, არამედ ის, რაც იგულისხმება და ამ ულტიმატუმის ფილოსოფიას ქმნის: პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ აღარ მოითმენს გეოპოლიტიკური"ნაცრისფერი ზონის" არსებობას რუსეთსა და დასავლეთს შორის". (ციტატის დასასრული)
ეს ბევრად ღრმა საზრისია, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს
რა იგულისხმება"ნაცრისფერ ზონაში"?
იგულისხმება პოსტსაბჭოური სივრცის ის ნაწილი, რომელიც სსრკ დაშლის შემდეგ სრულფასოვნად არ ინტეგრირდა დასავლურ უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემებში (როგორც ბალტია), თუმცაღა სწრაფად ხდება მისი ინტეგრირება დასავლურ სხვა საინტეგრაციო სივრცეებში. მაგალითად"აღმოსავლეთ პარტნიორობა"
უკრაინაში და საქართველოში დასავლეთი, 30 წლის მანძილზე,"შემოვიდა" ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად, სამოქალაქო საზოგადოების ინფრასტრუქტურით, ღირებულებითი ინტეგრაციის თვალსაზრისით...... მაგრამ არა რეალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სიტემებით!
აი სწორედ ამ აზრით, ეს ტერიტორია, პუტინის შეფასებით"არავისია" ანუ"ნაცრისფერი ზონაა" და ის ძალიან ოსტატურად მიანიშნებს დასავლეთის რეალურ ლიდერებს (ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზს, ბერლინს), რომ იმათ თავად არ აწყობთ ამგვარი"ნაცრისფერი ზონების" შენარჩუნება-არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ........ მუდამ იქნებიან ისეთივე საჩოთირო, მათთვის ძალზედ არასასურველი მკაფიო არჩევანის წინაშე, როგორშიც აღმოჩნდნენ 2008 წლის რუსეთის აგრესიისას საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წლის აგრესიისას უკარინის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ არის ეს ჩვენთვის"კარგი?"
იმიტომ, რომ რაკი არც დასავლეთს ეპიტნავება მაინცდამაინც სიცხადე, გარკვეულობა, ერთმნიშვნელოვნება ამ საკითხში, ანუ პრაგმატული მოსაზრებებით ნამდვილად ურჩევნია ინტეგრაცია ყველა სხვა, ოღონდ არა სამხედრო-სტრატეგიული გარანტიების თვალსაზრისით, ახლა დასავლეთიც დგება მკაცრი, თუნდაც მისთვის არასასურველი არჩევანის წინაშე: ან მიიღოს პუტინის ულტიმატუმი,"ჩააბაროს" ეს სივრცე, ან......მისცეს საქართველოს და უკრაინას სწორედ სამხედრო სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტიები თუნდაც იმ ტერიტორიაზე, რომელიც გადარჩა 08 -14 ომების შედეგად.
საამისოდ უამრავი ფორმა არსებობს. მათ შორის"ბლოკგარეშე მოკავშირის" სტატუსი და 08-14წწ გადარჩენილ (!) ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განლაგება, ოღონდ არა"ჩაურეველი დამკვირვებლის" (როგორც სირიაში) არამედ რეალური პასუხისმგებლობის პირობით.
იმიტომ, რომ სხვა ოფციას პუტინის ულტიმატუმი აღარ ტოვებს. სხვა მხოლოდ და მხოლოდ (ვიმეორებ) საქართველოს და უკრაინის ჩაბარებაა" ანუ" ნაცრისფერი ზონის" საპირისპირო ნიშნით ლიკვიდაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიახ, დიახ, დიდი ბოდიში, მაგრამ დასავლეთსაც, ბოლო დრომდე, ერჩივნა (ეს ყველაზე მკაფიოდ 2008 წელს გამოჩნდა) ინტეგრაციის ის მოდელი, რომელიც გულისხმობს ყველაფერს, ყოველგვარ ინტეგრაციას, რაც მისთვისაც სასარგებლო იყო ყოველნაირად, რეალური სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის და პასუხისმგებლობის გარდა!
ფორმულით:""რაც,"თუკი","როდესაც","იმ შემთხვევაში თუ" მე რაიმე დამჭიდრება ეს კი....აი შენ თუ რაიმე დაგჭირდა ან გაგიჭირდა....... ვნახოთ რა შემიძლია და რა მევალდებულება"".
(ზუსტად ამგვარი მიდგომის კლასიკური ნიმუშია კონდი რაისისა და გრიშა ვაშაძის 2008 წელს გაფორმებული"ქარტია")
მაგრამ პუტინის ულტიმატუმის შედეგად, ნურას უკაცრავად, ასე აღარ გამოვა!
ახლა სწორედ ამ მოდელის არჩევაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართაც, გამოჩნდა (რასაც დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავით), რომ დღემდე, ანუ პუტინის ულტიმატუმამდე,"ნაცრისფერი ზონისთვის" ნამდვილი, ესე იგი სამხედრო უსაფრთხოების გარანტიათა მიცემას, NATO-ში ინტეგრაციის ფორმით, დასავლეთში სულაც არ აპირებ(დნ)ენ.
ამაზე მეტყველებს აბსოლუტურად განსხვავებული"მოდუს ოპერანდი", რაც დასავლეთმა აირჩია აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის მიმართ, ანუ იმ სივრცის მიმართ, რომლის რეალურად ინტეგრირებას ატლატიკური ერთობა მართლა გეგმავდა: უკლებლივ ყველა (გამონაკლისის გარეშე) პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოური ქვეყანა, 1996 წლიდან, ჯერ გაწევრიანდა"NATO-ში და მხოლოდ ამის შემდეგ - ევროკავშირში.
დავაკვირდეთ: და არა პირიქით!
პირიქით შეუძლებელია.
აი სწორედ ამ"პირიქით" ილუზიის შექმნამ ჩამოაყალიბა ის"ნაცრისფერი ზონა", რომლის განადგურებას ახლა პუტინი ლამობს და დიდად სამწუხაროდ, თუ დასავლეთმა პასუხისმგებლობა არ იგრძნო, აქვს კიდეც ამის შანსი.
იმედია......ამჯერად მაინც, რაკი პუტინის ულტიმატუმმა დასავლეთი მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დააყენა, დასავლეთი თავად შეეცდება მოსპოს ეს"ნაცრისფერი ზონა", ოღონდ....... ჩვენი ქვეყნების რეალური სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის და არა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ახალი, მოდერნიზებული"მოსკოვური დერჟავას" წარმოშობის ფორმით 1945 წლის საზღვრებში მინუს ბალტია - უკვე არა კომუნისტურ/სოციალისტური წყობით, არამედ დასავლური კაპიტალიზმის ადგილობრივი ერზაცით და პირწავარდნილი შოვინიზმით.
ვნახოთ.
ბევრი დრო არ დაგვრჩა არც ჩვენ, არც დასავლეთს.

დათო გამცემლიძე, ისტორიკოსი, ჟურნალისტი

ფოტო: https://www.nytimes.com/

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა