დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა... კომისიის დასკვნა არ გახლავთ დირექტივა და დოგმა - პაპუაშვილი

ნახვები: 540 ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა... კომისიის დასკვნა არ გახლავთ დირექტივა და დოგმა - პაპუაშვილი

"ვენეციის კომისიის დასკვნა არ გახლავთ დირექტივა და დოგმა," - ამ განცხადებას პარლამენტის ტავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება არ არსებობს. 

"ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს გახლავთ რეკომენდაცია, ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით და მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მიერ. რეკომენდაციებს ვიღებთ, როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ ან არ გავითვალისწინოთ. ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით თუ რატომ არ ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ეს არ გახლავთ დირექტივა და დოგმა ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის მსჯელობის საკითხი მხოლოდ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა