თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე - ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია

ნახვები: 537 გიორგი ვაშაძე - ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია

ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია - ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რათა „პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც რუსეთის ფედერაციაში“.

„ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით დიდი მხარდაჭერა და დაფასება ექნებათ მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

კითხვის ნიშანსაც არავინ დასვამს, რომ პირდაპირი პარალელია ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ამას არ ვამბობ მე, ამ საკითხზე აჭრელებულია მთელი საერთაშორისო მედია. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან.

და ბოლოს: ივანიშვილის პარტიას განზრახული აქვს, რომ საქართველოში დემოკრატია დაასამაროს ბოლომდე, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროკავშირი. ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების, პატრიოტების ამოცანაა, ხელისუფლებიდან გავუშვათ ანტიდემოკრატიული ძალა, ივანიშვილის პარტია; ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დემოკრატიული განვითარებით, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც ამას რუსეთის ფედერაციაში აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ადარებს და ამბობს, რომ ამაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

„რატომ იყო დაპატიმრებული ნავალნი? - იმიტომ, რომ ის იბრძოდა დემოკრატიული, თავისუფალი რუსეთისთვის. რატომაა საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი? - იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტიას ასე უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, თუ მიშა საპატიმრო დაწესებულებაში არ ეყოლებათ. ამას მე კი არა, საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ბევრი საუბარია ამაზე და კიდევ უფრო მეტი იქნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა