Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

ნახვები: 343 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს მონაწილეობის შესახებ" საერთაშორისო შეთანხმება განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმების მიზანია ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს მიერთება ასოცირებულ წევრად. შეთანხმების თანახმად, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ „ჰორიზონტი ევროპა" პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მეცნიერების, გლობალური გამოწვევებისა და ინოვაციების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში, ევროკავშირში დაფუძნებული იურიდიული პირებისთვის მოქმედი პირობებისა და რეგულაციების იდენტურ საწყისებზე. წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ორმხრივად შეუწყობენ ხელს თავიანთ პროგრამებში/აქტივობებში ღია მეცნიერების პრაქტიკის დანერგვას. ევროკავშირში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მიეცემათ საქართველოში „ჰორიზონტი ევროპის" იდენტურ პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს წარმომადგენლებს ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ერთობლივი კვლევების ცენტრის მმართველთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით და ჩაერთონ ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების კონსორციუმში.

„ჩვენი სამეცნიერო სივრცისთვის ეს გახლავთ რეალურად, ახალი შესაძლებლობა რათა ინტეგრირდეს ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან. ჩარჩო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქე მკვლევარებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ინოვაციური კომპანიებში, იგივე სტატუსით მიიღონ მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებმა. გარდა ამისა, მათ მონაწილეობის უფლება ექნებათ შესაბამისი მართვის ორგანოებშიც", - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ" შეთანხმებაც განიხილეს, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ გიორგაძემ წარადგინა. შეთანხმების მიზანია ქართული კულტურის ხელშეწყობა და გაძლიერება, აგრეთვე ევროპული კულტურის პოპულარიზაცია. წინამდებარე შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებები, რომელთა თანახმადაც მხარეები ისწრაფვიან ერთმანეთს შორის კულტურის სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისკენ.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ" შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად საქართველო შეძლებს მონაწილეობა მიიღოს „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში, მოიპოვოს მათთვის დაფინანსება და ხელი შეუწყოს საქართველოში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებას, აგრეთვე ქართული კულტურის ინტეგრაციას ევროპულ სივრცესთან. წარმოდგენილი შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართველოს „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში მონაწილეობის წესები, ვადები და პირობები, ასევე მხარეთა ფინანსური ვალდებულებები და პროგრამის ეროვნულ დონეზე განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარდგენილი დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

დღესვე, „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია კოლეგებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა