კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დანიის პრემიერი - რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ნახვები: 575 დანიის პრემიერი - რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ყველგან, სადაც რუსეთი რამე როლს თამაშობს, ის ნეგატიურ როლს ასრულებს, ამრევის როლს და მათ არ სურთ მშვიდობა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგანაც თუ მათ მშვიდობა არ სურთ და ახლა რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის, მაშინ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრია. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და ჩვენი თავდაცვისთვის უცილებელია, დავიცვათ უკრაინა, რადგანაც უკრაინა ევროპას ეკუთვნის“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა