თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ილია დარჩიაშვილი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული ჩემი შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს

ნახვები: 556 ილია დარჩიაშვილი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული ჩემი შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს

გასული წლების მსგავსად, წელსაც მიუნხენის კონფერენცია იყო წარმატებული, ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებას, იმ საკითხების გარშემო, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესს და ამ გზაზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების - გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„სწორედ გერმანია და საფრანგეთი არიან ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ქვეყნები ევროკავშირში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, მქონდა უაღრესად საინტერესო შეხვედრა საფრანგეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მან აღმითქვა მხარდაჭერა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს უკვე გერმანელ პარტნიორებთან და კოლეგებთან გავაგრძელებთ საუბარს ამის შესახებ, ჩვენ გვინდა, რომ საფრანგეთი და გერმანია ორი ძლიერი ქვეყანა ევროკავშირში იყვნენ თანმიმდევრულნი და მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენს ქვეყანას მომავალი ინტეგრაციის გზაზე, რომელიც არის კომპლექსური, თუმცა ამ ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები იყო კონკრეტული შედეგის მომტანი, მათ შორის, გადაწყდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში. ასევე, მინისტრის ინფორმაციით, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-ს დელეგაციასთან, სადაც განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს დღესაც განაგრძობს, იგი გერმანიის მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელებს შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა