საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა-დავით ზალკანიანი
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა
ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას განსაცდელისგან-ილია მეორე
არ ვაპირებთ, დამატებით განვახორციელოთ სააკაშვილთან ვიზიტი-ნინო ლომჯარია
სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია-თენგიზ წულაძე
ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
43 გარდაცვლილი და 8 728 ახალი შემთხვევა-19 იანვრის კოვიდსტატისტიკა
არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი-კელი დეგნანი

ქართველები უცხოეთში - გიორგი გაგნიძე/ Georgians Abroad - Giorgi Gagnidze

09.03.2020 | 12:21

დავით ბუხრიკიძე/ David Bukhrikidze

თბილისში, „პლეხანოვზე" დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა, რომელმაც 15 წლის ასაკში პირველად მოუსმინა ლუჩანო პავაროტის ტელევიზიით, სწორედ იმ სცენის დაპყრობა მოახერხა, სადაც ლეგენდარული იტალიელი ტენორი, ლუჩანო პავაროტი, ოცდაათი წელი მღეროდა!.. დიახ, დღეს მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, გიორგი გაგნიძე, ყველა მომღერლისთვის საოცნებო ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის" წამყვანი სოლისტია და ქართული ვოკალური ტრადიციების სასახელო გამგრძელებელიც.
თავის დროზე, კარგად სწავლობდა 24-ე სამუსიკო სკოლაში, თუმცა ოპერა დიდად არასოდეს აინტერესებდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის" ნახვა და მოსმენა მამასთან ერთად, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1991 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. სტუდენტობა ომსა და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა. მისი პედაგოგი მამღერალი თამაზ ლაფერაშვილი იყო. თუმცა ეს ის პერიოდია, როცა ლექტორებიც და სტუდენტებიც ლექციებზე შეძლებისდაგვარად დადიოდნენ. ამ რთული პერიოდის მიუხედავად, სტუდენტები და, მათ შორის, გიორგიც, მომავალს მაინც იმედის თვალით უყურებდნენ.
კონსერვატორიაში ჩაბარებიდან სამი წლის შემდეგ გიორგი გაგნიძე თბილისის ოპერის სოლისტი გახდა და მაესტრო ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით, დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში წამყვან პარტიებს მღეროდა! 2000 წელს სანკტ-პეტერბუგრში ელენე ობრაზცოვას სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე დიდ წარმატებას მიაღწია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოდგა 2005 წელი, როდესაც ბუსეტოში „ვერდის ხმების" კონკურსში გაიმარჯვა და ცნობილი ესპანელი ტენორის, ხოსე კარერასის ფავორიტადაც იქცა:
„გადავედი მეორე ტურში, სადაც მხოლოდ ვერდის ოპერებიდან ვმღეროდით არიებს. ხოსე კარერასი ჩემთან გაცნობის მიზნით მოვიდა. საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ჟიურის თავმჯდომარე კონკურსანტთან ასე ახლოს მივიდეს და გაესაუბროს. ეს წესების მიხედვითაც დაუშვებელია, მაგრამ კარერასმა მითხრა, ძალიან ამაღელვებელი იყო „ბალ-მასკარადში" შენი შესრულებული რენატოს არია და ვერ მოვითმინე, არ მოვსულიყავი და არ მომელოცაო".
სწორედ ბუსეტოს კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაეხსნა რეალურად ქართველ მომღერალს გზა ნიუ-იორკის, მილანის, ბერლინის, პარიზის, ჰამბურგისა თუ ვენის საოპერო სცენებისკენ. განსაკუთრებული აღმოჩნდა იაპონიის ტურნე გამოჩენილ დირიჟორთან, მაესტრო ლორინ მააზელთან ერთად. მააზელი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორია, რომელიც, თავის დროზე, ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრისა და „ლა-სკალის" მთავარი დირიჟორი იყო.
იაპონიაში გასტროლებზე გიორგი გაგნიძემ დიდი წარმატებით იმღერა ჟორჟ ჟერმონის პარტია „ტრავიატაში" და სკარპია „ტოსკაში". შემდეგ მააზელმა ის პერსონალურად მიიპატიჟა ვალენსიაში, სადაც ცოტა ხნით ადრე ოპერის ახალი შენობა გაიხსნა. სწორედ იქ იმღერა პირველად გიორგი გაგნიძემ სიმონ ბოკანეგრას პარტია ვერდის ამავე სახელწოდების ოპერაში.
2007 წელს „ლა-სკალაში" ისევ ჟერმონის პარტია შეასრულა. ამ კონცერტს ესწრებოდა პიტერ გელბი _ „მეტროპოლიტენ ოპერის" გენერალური მენეჯერი, რომელმაც იმ დღესვე დაპატიჟა გიორგი გაგნიძე მეტროპოლიტენში სამღერლად. 2008 წლიდან ქართველი ბარიტონი უკვე „რიგოლეტოს" ბრწყინვალედ შესრულებული პარტიით მიიკვლევს გზას „მეტროპოლიტენში", რასაც მოჰყვა სკარპია „ტოსკაში", ამონასრო „აიდაში", იაგო „ოტელოში". მომღერლის რეპერტუარი 2020 წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილია, ხოლო ვოკალური კალენდარი - სრულად შევსებული. ასე რომ, ვისაც მისი მოსმენა და ნახვა სურს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროს.
გიორგი გაგნიძის შესახებ უამრავი რეცენზია დაიწერა და დღესაც იწერება ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, რაც, ცახდია, ხელს უწყობს მის კარიერას ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე. „ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ „მეტროპოლიტენის" თეატრის წინ, დიდ სარეკლამო ეკრანზე, ჩემს თავს დავინახავდი. ყველა მომღერლის ოცნებაა „მეტროპოლიტენის" სცენაზე სიმღერა, ამის მიღმა კი ძალიან დიდი შრომა იგულისხმება. რამდენადაც დიდია კონკურენცია, იმდენად რთულია საოპერო სცენაზე დამკვიდრება და არტისტული კარიერის დამოუკიდებლად შექმნა. კიდევ უფრო რთულია კრიტიკისა და მაყურებლის სიმპათიის მოპოვება", _ ამბობს გიორგი გაგნიძე.
უკვე ათი წელზე მეტია, გიორგი გაგნიძე ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მეუღლე მაია გოგოლაძე პროფესიით ექიმი და, იმავდროულად, მუსიკოსია. შვილები _ მარიამი და დავითი, უკვე აქტიურად არიან დაინტერესებული მუსიკით და მასში ჩართული. ძალიან დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გიორგი საქართველოში მაინც ახერხებს ჩამოსვლას და საოპერო სპექტაკლებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას. ამის მაგალითია დაუვიწყარი „აიდა" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი ონიანი და იანო ალიბეგაშვილი. იგი ასევე მონაწილეობდა საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ფარგლებში გამართულ კონცერტებში.

 

A boy, who was born and grown up in Tbilisi, on "Plekhanovi", who listened to Luciano Pavarotti for the first time on TV at the age of 15, conquered the same stage where the legendary Italian tenor, Luciano Pavarotti was singing for thirty years! And today, world-recognized baritone, Giorgi Gagnidze is a leading solist of New York's Metropolitan Opera, a dream of all singers, and a glorious successor of Georgian vocal traditions.
In his time, he studied well at the 24th Music School, but he never expressed much interest in terms of Opera. Listening and seeing of Paliashvili's "Abesalom and Ether" at the Tbilisi Opera and Ballet Theater together with his father became decisive and made great impression on him. He was enrolled to the Tbilisi Conservatory in 1991. That student's period coincided with a war and a difficult socio-political situation. His teacher was a singer Tamaz Laperashvili. However, this is the time when both lecturers and students used to go on lectures whenever it was possible. Despite this difficult period of time, students, including Giorgi, were looking forward to the future with hope.
Three years after matriculating at the Conservatory, Giorgi Gagnidze became a solist of the Tbilisi Opera and under the guidance of Maesto Jansug Kakhidze he was singing the leading parties for nearly a decade! In 2000, he obtained a great success at the Elena Obraztsova International Competition in St. Petersburg. The 2005 was even more significant and successful, when he won the contest "Verdi's Voices" in Busseto and became the favorite singer for the well-known Spanish tenor, Jose Careras:
"I moved to the second round, where we were singing only arias from Verdi's operas. Jose Careras came up to me for getting acquainted. As usual, it happens very seldom, when the chairperson of the jury gets closer and speaks with the contestant. This isn't admissible even under the rules, but Careras told me that the aria of Renato from "Ball-Masquerade" performed by me was very excited and he could not endure not to come and congratulate me."
Just after winning the Busseto contest, the Georgian singer paved the way to the opera stages of New York, Milan, Berlin, Paris, Hamburg or Vienna. The Japan tour along with the famous conductor, Maestro Lorin Maazel turned out to be special. Maazel is the greatest conductor of the twentieth century who used to be the main conductor of the New York Philharmonic Orchestra and La Scale.
On tours in Japan, Giorgi Gagnidze sang with great success the parts of George Germont in "Traviata" and Scarpia in "Tosca". Afterwards, he was personally invited to Valencia by Maazel, where a new opera house was opened shortly before. This is the first time, when Giorgi Gagnidze performed the part of Simon Boccanegra in the opera of the same name by Verdi.
In 2007 he performed the part of Germont in La Scala for one more time. This concert was attended by Peter Gelb, General Manager of the Metropolitan Opera, who, at the same day, invited Giorgi Gagnidze to sing in Metropolitan Opera. Since 2008, the Georgian baritone has been making a path to Metropolitan with a magnificent performance of "Rigoletto" part, that was followed by Scarpia in "Tosca", Amonasro in "Aida", Iago in "Othello". The singer's repertoire is scheduled for the end of 2020, and the vocal calendar is fully completed. So anyone who wants to hear and see him, should take measures in advance.
Lots of reviews have been written about Giorgi Gagnidze and are still being published in various magazines and papers in America and Europe, that certainly support his career in European and American opera stages. "It was a very big achievement. I would never believe, that I would ever see myself on a big screen in front of the Metropolitan Theater. It is the dream of all singers to sing on the stage of Metropolitan Opera, and beyond all above mentioned is meant a hard work. As far as the competition is great, it is so difficult to establish yourself on an opera stage and to create an independent artistic career. Even more difficult is to gain sympathy of critics and spectators," states Giorgi Gagnidze.
It is more than ten years since Giorgi Gagnidze has been living in Germany with his family. His wife, Maia Gogoladze is a physician and simultaneously a musician. Children - Mariam and David are already actively involved and interested in music. Despite the busy schedule, Giorgi still arrives in Georgia and participates in opera performances or charity concerts. As an example of this, we can mention an unforgettable Aida at the Tbilisi Opera and Ballet Theater, where his partners were Anita Rachvelishvili, Giorgi Oniani and Iano Alibegashvili. He participated in concerts held within the frames of charity fund "Iavnana" as well.