კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები - რაფაჰზე თავდასხმა აბსოლუტურად კატასტროფულ იქნება, ეს არაკეთილსინდისიერია

ნახვები: 546 ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები - რაფაჰზე თავდასხმა აბსოლუტურად კატასტროფულ იქნება, ეს არაკეთილსინდისიერია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ ქალაქ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.

„რაფაჰზე თავდასხმა აბსოლუტურად კატასტროფულ იქნება. ეს არაკეთილსინდისიერია“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ მარტინმა.

მისი თქმით, 1,5 მილიონი ადამიანი კუთხეშია მოქცეული.

„ისინი დაიღალნენ, არსად აქვთ წასასვლელი, როგორ შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს მათი ამ ტრავმის გაღრმავებაზე“, ამბობს მინისტრი.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ოპერაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისრაელზე ზეწოლა, რომ ვაიძულოთ, გაიგოს, რომ რაფაჰის ქუჩებში იმდენად ბევრი ხალხია, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის არიდება შეუძლებელი იქნება. ეს კი რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას“, – განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა