კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი-პატიმარი სააკაშვილი პრობლემად თავად „ნაცმოძრაობისთვისაც“ გახდა

ნახვები: 397 გურამ მაჭარაშვილი-პატიმარი სააკაშვილი პრობლემად თავად „ნაცმოძრაობისთვისაც“ გახდა

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ „ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ",-განაცხად, დღეს, 23 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ შიმშილობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ მის გათავისუფლებას არავინ ითხოვს და ამ მოთხოვნას საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ეს სწორედ ის წინაპირობაა, რის გამოც შეუმდგარ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტობრივმა თავმჯდომარემ ე.წ. მასობრივი შიმშილობა დააანონსა. რაც 21 დეკემბერს მოხდა, იმას ადასტურებს, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციაში დაწყებულია გადახალისების პროცესი, რასაც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის" არაორდინალური გადაწყვეტილებები და ქმედებები. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ პოლიტიკურ ძალას ბუნებაში არ აქვს ის, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარმართოს.

პატიმარი სააკაშვილი პრობლემად თავად „ნაცმოძრაობისთვისაც" გახდა. პარტიაში პოზიციები ორად არის გაყოფილი. ოპოზიციას თავის მოთხოვნები აქვს, მათი ნაწილი ახერხებს, რომ ტრიბუნიდან ისაუბროს, მეორე ნაწილი კი, გაბუტულია და არის კარვებში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა