კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

BBC - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი

ნახვები: 510 BBC - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ფოტოებთან და ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.

„20 თებერვალს, შუადღისას, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, HIMARS-დან დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, - წერს BBC.

BBC-ის ცნობით, საწვრთნელ ბაზაზე რუსეთის 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები იმყოფებოდნენ და რუსეთის 29-ე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ვიზიტს ელოდებოდნენ.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც უკრაინული და არც რუსული მხარე ადასტურებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა