კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება

ნახვები: 575 თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე სივრცეებსაც აერთიანებს, ორი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, დაგეგმილია 2 საცხოვრებელი ბლოკისა და მათ გარშემო სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მეორე ფაზის ფარგლებში კი, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელი, ბიზნესცენტრი და მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება. მეორე ფაზის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

კომპლექსის პირველი ფაზა ჯამში 186 ბინას, 3000 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს და ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს. მანქანებისგან თავისუფალი, შიდა, გამწვანებული ეზო კეთილმოწყობილი იქნება სარბენი, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო სათამაშო მოედნებით, ელექტრო სკუტერების სადგომებითა და დამტენებით.

კომპლექსის მეორე ფაზა 1500 კვ.მ ფართობზე A კლასის ოფისებს, 3100 კვ.მ კომერციულ სივრცეს, კვების მოლს, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელს, გამწვანებულ ტერასებს, საცხოვრებელ ბინებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს.

კომპლექსი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალით შენდება, რომელიც ხმის და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს და მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს კომუნალური ხარჯები 40%-ით დაზოგონ.

პროექტის მცხოვრებლები - სახანძრო სისტემის, დასუფთავების, გამწვანებისა და მებაღეობის სერვისებით, ასევე უსაფრთხოების 24 საათიანი ინსპექტირებით ისარგებლებენ.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მშენებლობის პროცესშივე ისარგებლოთ თიბისის გამარტივებული იპოთეკური სესხის პირობით.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა