ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შარლ მიშელი - უკრაინის მარცხი ევროპულ ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

ნახვები: 557 შარლ მიშელი - უკრაინის მარცხი ევროპულ ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უკრაინის მარცხი ევროპულ ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, ამიტომ არ არსებობს ევროპისთვის სხვა ალტერნატივა გარდა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„უკრაინის მარცხი ვერ იქნება გამოსავალი, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, რა შედეგები მოჰყვება ამას. თუ უკრაინა ამ ომს წააგებს, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება ჩვენს ფასეულობებს“, – თქვა მიშელმა.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, მარტში ევროკავშირმა უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უნდა მიიღოს, რომელსაც ევროპის მშვიდობის ფონდიდან დააფინანსებენ. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ფონდის რეფორმისა და შევსების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შედგება შეთანხმება, მიშელმა უპასუხა, რომ საკითხი რამდენიმე კვირაში უნდა გადაწყდეს, თუმცა საბოლოოდ მარტის სამიტზე დასრულდება.

„ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ შეერთებულ შტატებში ასევე არის გარკვეული სირთულეები. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩვენს მაგალითს მიჰყვებიან, რადგან ეს ფული უკრაინისთვის არის ინვესტიცია მშვიდობასა და სტაბილურობაში“, – თქვა მიშელმა.

მიშელს ასევე ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ევროპას უფრო მეტი გაეკეთებინა გასული ორ წლის განმავლობაში უკრაინის დახმარების კუთხით, რაზეც მიშელმა უპასუხა რომ მათ ბევრი გააკეთეს.

„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ახლა უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“, – თქვა მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა