კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 387 მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს-ალეკო ელისაშვილი

„გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს", - განაცხადა, დღეს, 24 დეკემბერს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მოშიმშილე ადამიანების სასოწარკვეთა პატივისცემას იწვევს, რადგან ასეთ სიცივეში რაღაც იდეისთვის მზად არიან ორგანიზმი დაიზიანონ, მაგრამ ალბათ, თავადაც ხვდებიან, რომ ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ეს ყველაფერი არის ამაო ძალისხმევა.

„გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს. ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან. ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ. ეს არის უპასუხისმგებლობა", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა