ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე-კახა კუჭავა

ნახვები: 413 ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე-კახა კუჭავა

„ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა წერს.


„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს პერიოდი, საკმაოდ რთული გახლდათ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის გარეთ განვითარებული პროცესებით. ამ ხნის განმავლობაში ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა დაიწყოს გაერთიანება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის.

მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

ვულოცავ, ჩემს მეგობარსა და კოლეგას, შალვა პაპუაშვილს და ვუსურვებ წარმატებას!" - წერს კუჭავა.

შეგახსენებთ,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა