კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას

ნახვები: 659 გიორგი ვაშაძე - ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას

ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ფართო ჯგუფი ჰყავთ, რომელიც თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს.

„აუცილებელია ცხრა პუნქტის შესრულება. სწორედ ამას ეხება პრეზიდენტის ინიციატივა. ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარვუდგენთ პრეზიდენტს, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას. ფართო ჯგუფი გვყავს, რომელიც მუშაობს თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე. ხალხის გამარჯვების შემდეგ, პირველი ამ ყველაფრის შესრულება იქნება საჭირო, რათა 15 დეკემბრისთვის გახსნას მოლაპარაკებები საქართველომ. პრეზიდენტის ინიციატივა ხელს უწყობს,  შეთანხმებული იყოს ფართო სპექტრი, რას ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე პირველივე დღიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ღიად ვიტყვი, უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, კონკრეტული პასუხით გამოვსულიყავი, თუმცა საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ამ შეხვედრაზე არ ველოდებოდი „კი“ თუ „არაზე“ საუბარს და არც იყო მიზანი. ნუ ჩავთვლით, რომ ერთი შეხვედრის დროს მყისიერად ყველაფერი უნდა იყოს წარმოჩენილი. ჩემი განწყობაა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, მიშაც იქნება თავისუფალი“, – აღნიშნა გიორგი ვასაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა