კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ესაა ღია გზავნილი დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან-ოპოზიციის საგანგებო განცხადება

ნახვები: 395 ესაა ღია გზავნილი დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან-ოპოზიციის საგანგებო განცხადება

საპარლამენტო ოპოზიცია საგანგაშოდ აფასებს უმრავლესობის კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს და თვლის, რომ ეს არის გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის

"აღნიშნული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უქმნის ძირს, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან, ყველა მათგან დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ოპოზიციის ერთობლივ, საგანგებო ბრიფინგზე და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ოპოზიცია ითხოვს, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, მასში ჩაერთოს თავად ინსპექტორის სამსახური და ყველა ტიპის რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს მხოლოდ მას შემდგ, რაც მოქმედ ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ამოეწურება ვადა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს თავად "ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა ევროპელი პარტნიორების მოთხოვნით და მისი ფუნქცია სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან, ან გამოძების ეტაპზე ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთადერთი მეტნაკლებად წარმატებული დემოკრატიული რეფორმა იყო, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაატარა და ახლა ესეც უკან მიაქვს. მმართველი პარტიის 7 დეპუტატმა დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ამ სამსახურს აუქმებს და რომელიც დღესვე გავა ბიუროზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა