მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურის და აიდაჰოს კოკუსში გაიმარჯვა

ნახვები: 567 დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურის და აიდაჰოს კოკუსში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსებში გაიმარჯვა. ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა კონკურენტი, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი სამივე შტატში დაამარცხა და ამ გამარჯვებით მნიშვნელოვნად მიუახლოვდა გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

მანამდე დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადაში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებსა და სამხრეთ კაროლინაშიც.

ცნობისთვის, 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა