ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

როდესაც გონებაზე მოვიდა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა-სახალხო დამცველის წარმომადგენელი

ნახვები: 412 როდესაც გონებაზე მოვიდა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა-სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის შიდა ქართლის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.

როგორც ჯანიაშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი ჰოსპიტალიდან გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი. როდესაც გონებაზე მოვიდა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. სად გადაჰყავდათ, არ ვიციო, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო. ამ ინფორმაციის ცნობის შემდეგ წნევამ ამიწიაო, შემდეგ დასტაბილურდა.

ამ ემოციური ფონის შემდეგ, ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მდგომარეობის დასტაბილურებამდე მისი გადაყვანა შეჩერდა.

მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტლიდან გაყვანა და ამას გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს და როცა მოვიდა გონებაზე, ექიმმა განუმარტა, რომ ის რჩებოდა ჰოსპიტალში",- განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყოს.

„შესაძლოა, შიმშილობა დაიწყოს",- განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა