თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
Ukraine needs new weapons investment, drones as priority
Germany supports Ukraine’s NATO membership – Zelensky
გიორგი გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს
გოჩა მირცხულავა: კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს მიაჩნია, უკვე საკუთარი თავი მემკვიდრედ
1-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

29.12.2021 ნახვები: 710

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა არ განხორციელებულა სათანადო წესების დაცვით. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა და მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება.
უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას საქართველოში და ეს სიტუაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ასევე მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. უკრაინის კონსული საქართველოში ხვალ იქნება დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან.

ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს, გამოიკვლიონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მისთვის სამედიცინო შემოწმების მიზნით.

ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სავსებით მკაფიო და ცალსახაა", - ნათქვამია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა