კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2024 წელი ცვლილების წელიწადია

ნახვები: 557 ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2024 წელი ცვლილების წელიწადია

აქ საზოგადოება, უპირველესად, შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფიქსიროს, რომ დასავლეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია, მეორე მხრივ კი დაეხმაროს ქართველ ხალხს, არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ მათი ნება დაფიქსირდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე, „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციასთან” დაკავშირებით განუცხადა, სადაც გლობალურ საკითხებთან ერთად აქცენტი საქართველოში წელს გასამართ არჩევნებზეც გაკეთდება.

მისი თქმით, იმისთვის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად.

„2024 წელი ცვლილების წელიწადია. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება; უნდა, რომ იხილოს ახალი მთავრობა, რადგან კარგად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არ პასუხობს იმ ძირეულ პრობლემებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ - ეს არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა, ამიტომაა, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის. იმისთვის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება, უპირველესად, შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფიქსიროს ის, რომ დასავლეთი არის საქართველოს ურყევი პარტნიორი. მეორე - დაეხმაროს ქართველ ხალხს არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ არჩევნებზე დაფიქსირდეს ქართველი ხალხის ნება, შეიცვალოს მთავრობა და პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მთავარი საკითხები, რაც მოქალაქეებს აწუხებს, ეს არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს არის საკითხები, რომლებიც საკვანძო იქნება ამ არჩევნებზე, როდესაც მოქალაქეები გადაწყვეტილებას მიიღებენ”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს. კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა